top of page

ეფექტური და ინოვაციური
დაშვების კონტროლის
სისტემები

პროდუქტები

პარკირება

პარკირების მართვის თანამედროვე სისტემისთვის განმსაზღვრელია არა მხოლოდ ადგილების ეფექტური კონტროლი, არამედ დახვეწილი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა. პარკირება არ არის უბრალოდ მანქანის დაყენება და შემდეგ მისი გაყვანა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მომხმარებელს შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნოს ადგილი პარკინგისთვის. ასევე შეგიძლიათ, შემოიღოთ ბონუს სისტემები და მართოთ მარკეტინგის/კომუნიკაციის არხები. ეს და მრავალი სხვა ღირებული შესაძლებლობა შეიქმნა და განვითარდა წლების მანძილზე მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბაზრის დახვეწის კვალდაკვალ, რაც პარკირების მართვის სისტემას ხდის უნივერსალურ და ყველასათვის მოსაწონ გადაწყვეტად, როგორც თქვენი მენეჯმენტის, ისე სტუმრებისათვის. 

არენები და პარკები

ნებისმიერი გასართობი ღონისძიება თუ ადგილი საჭიროებს დაშვების მართვის კომპლექსურ სისტემას, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება, უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ შესვლასა და დროის სასიამოვნო გატარებას. ჩვენ გთავაზობთ სისტემას, რომელიც შეძლებს სრულყოფილად მართოს სტადიონები, არენები, გასართობი და თემატური პარკები, გამოფენების ბილეთები და დაშვების სხვა საშუალებების შეძენა-შესვლის კონტროლი, მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მუდმივი უკუკავშირსა და სასურველი ღონისძიების დაუვიწყარი და სასიამოვნო თავგადასავლად გარდასახვა. ნებისმიერი სისტემის მიზანიც ხომ საბოლოო მომხმარებლის კმაყოფილება და თქვენი ბიზნესის წარმატებაა.

მთები
Geo Products

ჩვენს შესახებ

პერიმეტრი გთავაზობთ დაშვების კონტროლის ევროპულ სისტემებს ნებისმიერი ობიექტისათვის, ყველაზე მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი. თქვენთვის საჭირო აპარატურა და პროგრამები მარტივად უზრუნველყოფენ სამთო-სათხილამურო კურორტებისა და საბაგიროების, პარკირების, სტადიონების, პარკების, სავაჭრო ცენტრებისა თუ სხვა ღონისძიების ადგილის მართვასა და აღჭურვას - იქნება ეს ბარიერი, ტურნიკეტი, გადახდის აპარატი, წამკითხველი, სივრცის კონტროლისა და მართვის საშუალება, მარკეტინგული და გაყიდვების არხები, ერთგულების სქემები, დამატებით სისტემებთან ინტეგრაცია, ანგარიშგება და რეპორტინგი თუ  შერჩეული გადაწყვეტის სხვა საჭირო მომსახურება. ჩვენ გთავაზობთ მზა, ევროპისა და აზიის უმსხვილეს ობიექტებზე აპრობირებულ სისტემებსა და საერთაშორისო გამოცდილებას!

კონტაქტი

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
შპს "პერიმეტრი"

საიდენტიფიკაციო კოდი: 405170960

მისამართი

ე. მაღალაშვილის ქ. 8, თბილისი 0186

საქართველო

ტელეფონი:

+995 (322) 484 363

ელ-ფოსტა:
სოციალური ქსელი :
  • Facebook
  • LinkedIn

ჩვენი კომპანია მუშაობს ნახევრად დისტანციურ რეჟიმში. ამითომ გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: info@perimeter.ge ან მოგვწერეთ ფეისბუქზე

Geo CONTACT
bottom of page